აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, დეპუტატები: ილია ვერძაძე, პეტრე ზამბახიძე, გიორგი ცინცქილაძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, სასტუმრო „რედისონში“, გენდერის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის - IFES-ის მხარდაჭერით გამართული შეხვედრის მონაწილეებმა პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის აუცილებლობაზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, რეგიონში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გენდერულ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.