საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.
2-ეტაპიანი ღია კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული 19 კონკურსანტიდან საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს შემდეგი 13 კანდიდატი წარუდგინა:
- ბერიძე რაული;
- ვაშაყმაძე დიანა;
- სირაბიძე ნათია;
- სტურუა სოსო;
- ხახუტაიშვილი არჩილი;
- ახვლედიანი სტელა;
- ბარამიძე რუსლანი;
- ბოლქვაძე ფირუზი;
- დიასამიძე ემზარი;
- დოლიძე თამილა;
- ქარცივაძე გია;
- ღოღობერიძე გელა;
- წილოსანი თამარი.