აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მორიგ სხდომაზე, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკში ცვლილებებზე იმსჯელა.
სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - მერაბ კარანაძე უძღვებოდა, კანონის პროექტების განხილვის გრაფიკი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგნაირად განისაზღვრა:
- ხულოს მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 12:00 საათი,
- შუახევის მუნიციპალიტეტი - 30 სექტენბერი, 15:00 საათი,
- ქედის მუნიციპალიტეტი - 3 ოქტომბერი, 12:00 საათი,
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 3 ოქტომბერი, 15:00 საათი,
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 4 ოქტომბერი, 16:00 საათი,
- ქალაქი ბათუმი - 4 ოქტომბერი, 12:00 საათი,
- ქალაქი ბათუმი - 7 ოქტომბერი, 12:00 საათი.