აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველ სხდომაზე, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი განსაზღვრეს.
სხდომას, ამავე კომისიის თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, კანონის პროექტების განხილვის გრაფიკი, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგნაირად განისაზღვრა:
- ხულოს მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 12:00 საათი,
- შუახევის მუნიციპალიტეტი - 30 სექტემბერი, 15:00 საათი,
- ქედის მუნიციპალიტეტი - 1 ოქტომბერი, 12:00 საათი,
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 1 ოქტომბერი, 15:00 საათი,
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 3 ოქტომბერი, 12:00 საათი,
- ქალაქი ბათუმი - 4 ოქტომბერი, 12:00 საათი,
- ქალაქი ბათუმი - 7 ოქტომბერი, 12:00 საათი.
კომისიამ ასევე იმსჯელა და მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნების საკითხს.