აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ილია ვერძაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის რეგულირებას უკავშირდება. შესაბამისი დადგენილების პროექტი _ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა - ილია ვერძაძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ წარმოადგინა.