აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო- საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ქობულეთის ცენტრალურ პარკში “kobuleti fest 2019”-ს ოჯახთან ერთად დაესწრო.
საზაფხულო ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები ზრუნავდნენ, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
„kobuleti fest 2019” გვიან ღამემდე გაგრძელდება და ფოიერვერკით დასრულდება.