აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა. კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშები მოისმინეს და ცნობად მიიღეს.