14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, კაფე „თავისუფალ სივრცეში“ ერთი დღით მოხალისე მიმტანის პროფესია შეითავსა.
-შემოსული თანხა დაეხმარება "თავისუფალ სივრცეს" მისიის შესრულებაში, რაც გულისხმობს შშმ ადამიანების წარმატებული სოციალიზაციისა და თვითრეალიზაციის მიზნით - დასაქმების, ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდაჭერას, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
აქცია სახელწოდებით - „მოხალისეობა - აქტივობა და საქმიანობა შშმ პირებისათვის“ მიზნად ისახავს სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხალისეთა ინსტიტუტისადმი ჯანსაღი მიდგომების დამკვიდრებას.