აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ქალბატონ ლუიზა ვინტონს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ:
- ნინო ანთიძე - UNDP-ის გარემოსდაცვითი მიმართულების ხელმძღვანელი;
- ლაშა ნაკაშიძე - აჭარის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროექტის მენეჯერი;
- ირაკლი გორაძე - საქართველოს დაცული ტერიტორიების მდგრადობის მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი;
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროექტები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლების გადამზადების შესაძლებლობები.