აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის ქვემო სილეზიის მარშალთან - ცეზარ ფშიბილსკისთან და მის თანმხლებ, 12-კაციან დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
-აჭარასთან დამეგობრებული რეგიონის, ქვემო სილეზიის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო მეგობრული ურთიერთობებისთვის, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც. პარლამენტში გამართული შეხვედრა ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ასეთი ურთიერთობების განვითარებისთვის, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, პარლამენტის წევრები არჩილ ხაბაძე და გელა სამხარაული ესწრებოდნენ.