აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ სსიპ " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ბათუმის ოფისში შეკრებილ ადვოკატ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა.
უმაღლესი საბჭოს წევრი სადისკუსიოდ შეკრებილ კოლეგებს მოულოდნელად ესტუმრა და ყვავილები მიართვა.
ცოტნე ანანიძემ ქვეყნის განვითარებაში ქალთა როლისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადვოკატ ქალბატონებს შემდგომი წარმატებები უსურვა.