უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურები გრძელდება. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ პროექტი ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
სამოქმედო გეგმა, რომელიც 7 უმთავრესი მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს, საკომიტეტო მოსმენამდე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამართულ სამუშაო და საჯარო შეხვედრებზე განიხილეს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას.