აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის განხორციელების ღონისძიებათა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-3 სხდომაზე მიიღეს. დადგენილების პროექტი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.
ბიურომ ასევე იმსჯელა და განხილვის ვადა გაუგრძელა ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ” დადგენილების პროექტს. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვისთვის წამყვან -საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ვადა - 31 მარტამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს კი - 20 მარტამდე განესაზღვრა.