02 მარტი

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეოთხე სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს განიხილავს, 1 მარტს მორიგი სხდომა გამართა. ჯგუფის წევრებმა მუშაობა თვითმმართველობის თავის განხილვით დაიწყეს და წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები ამჯერად უკვე გადამუშავებულ ვარიანტებად წარმოადგინეს.

სამუშაო ჯგუფმა, რომლის წევრია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, წინა სხდომაზე იმსჯელა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თავთან, ასევე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონსა და სახელმწიფო კონსტიტუციის პირველი თავის შესაბამის მუხლებთან დაკავშირებით. ჯგუფის წევრებმა შეხვედრის მეორე რაუნდზე სწორედ მათთან დაკავშირებით მომზადებული, გადამუშავებული და ალტერნატიული ვარიანტები განიხილეს.