28 აგვისტო

                

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის  თავმჯდომარეები  დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარის მოადგილე მერაბ კარანაძე,  ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ფოლკლორულ ფესტივალ „ჯვარიმინდორს“ დაესწრნენ.

        „ჯვარიმინდვრობას“  7  წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა,  მე-18 საუკუნეში აჭარიდან გატანილი ჯვარი, გურიიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ფეხით გადმოაბრძანეს.

       ღონისძიების მონაწილეებმა, ტრადიციულად,  მთის მწვერვალი  დალაშქრეს, სადაც  ქვაზე  ჯვრის ფორმა ბუნებრივადაა  გამოსახული.

      ფესტივალის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, წარმატებები და  ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.

       გაიმართა კონცერტი, რომელშიც შუახევის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.             

       „ჯვარიმინდორი“ ყოველი წლის 28 აგვისტოს, წმიდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს იმართება.