28 აგვისტო

                             

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან მიღებაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრას   ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბაგ­რა­ტი­ონ­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პრინ­ცი ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი და პრინ­ცის მე­უღ­ლე ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი ესწრებოდნენ.

     საპატრიარქოს რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე და იოანე ბაგრატიონი, მეუფე დიმიტრისთან ერთად, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების აღსანიშნავი ლიტურგია ჩატარდა.

      ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა. უდი­დეს ათთორ­მეტ დღე­სას­წა­ულ­თა­გან სამი - ღვთის­მშობ­ლის შობა, მი­ძი­ნე­ბა და ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ღვთის­მშობ­ლი­სად­მია მი­ძღვნი­ლი. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანაში მარიამობის დღესასწაულს განსაკუთრებით აღნიშნავენ.

    მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ, ტრადიციულად, ორ­კვი­რი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და.