24 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო.

-დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება და ამ დღეს, ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია.  ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც იმის უმთავრესი გარანტიაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება, - განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი პრეზენტაცია გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა.