21 აგვისტო

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ლოდისძირის, კატრისძირისა და გოდერძის უღელტეხილის მეჩეთებში ყურბან-ბაირამის ლოცვას დაესწრო. ჯამეში შეკრებილ მლოცველებს  უდიდესი საღვთო დღესასწაული მიულოცა და ღვთის წყალობა უსურვა.

   ყურბან–ბაირამი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსლიმანური დღესასწაულია, რომელიც  რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.  ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ცხვარს ან მსხვილფეხა პირუტყვს  სწირავენ, თავიანთ წილ საზრდოს კი  მეზობლებს, ნათესავებსა და უპოვარებს უნაწილებენ.

   დავით გაბაიძე მეჩეთებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა მელაძესთან ერთად იმყოფებოდა.