16 აპრილი

16 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, დეპუტატებმა დავით თედორაძემ და ვლადიმერ მგალობლიშვილმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმის მედ-ცენტრის პაციენტებს მიულოცეს.

მრავალპროფილური სამედიდიცინო დაწესებულება მედ-ცენტრი აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირებს. დღეისათვის, სხვადასხვა დაავადებებზე, სტაციონარულ მკურნალობას 20-მდე პაციენტი გადის.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ყველა მათგანს სასაჩუქრე კალათები გადასცეს, რომელშიც აღდგომის სიმბოლოები: პასკა, წითელი კვერცხები და ტკბილეული იყო მოთავსებული. დეპუტატები პაციენტებს გაესაუბრნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და მომსახურების პირობებით დაინტერესდნენ და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

კანონმდებლებს მასპინძლობას სამედიცინო დაწესებულების სტუმრებს დამფუძნებელი მიხეილ ართმელაძე და დირექტორი ნოდარ ფუტკარაძე უწევდნენ. დეპუტატებმა მათთან ერთად სამედიცინო დაწესებულების მეოთხე სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერეს, სადაც უახლოეს პერიოდში ნეირო-რეანიმაციული განყოფილება განთავსდება.