11 აგვისტო შინდისის გმირების ხსოვნის დღეა
შინდისის ტრაგედია ერთ-ერთი უმძიმესი და სისხლიანი ფურცელია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა უთანასწორო ბრძოლაში. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე. სამარადისო დიდება გმირებს!
გილოცავთ ყურბან-ბაირამს
ყურბან-ბაირამი მუსლიმანური სამყაროს უდიდესი დღესასწაულია. აჭარის უმაღლესი საბჭო ყველა მუსლიმანს ულოცავს ყურბან-ბაირამს. ჯანმრთელობას, სიკეთეს და ღვთის წყალობას უსურვებს.