საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

22 დეკემბერი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სპორტული ცენტრის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

     2025 წელს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა სპორტული ინფრასტრუქტურის დასრულებულ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებზე და სპორტის, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების მხარდამჭერ პროგრამებზე.

      შემაჯამებელ ღონისძიებაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი