საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08 აპრილი

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის - რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა რევაზ ნადარაიას საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რევაზ ნადარაიას სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო წლებში ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი