საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

01 სექტემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს  სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილება ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა.

 აღნიშნული ცვლილებები „მაუწყებლის შესახებ“ და „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

 ბიუროს გადაწყვეტილებით, ორივე საკითხზე განხილვის ახალი  ვადა 5 სექტემბრამდე განისაზღვრა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი