საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

25 მაისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის პროცედურები დასრულდა. ანგარიში უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება, კანონმდებლებმა, ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

  ბიურომ ცნობად მიიღო აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელზეც, ასევე დასრულებულია რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი