22 ნოემბერი

 უმაღლეს საბჭოში  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

 ამავე სხდომაზე განიხილეს და  ცნობად მიიღეს აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.