01 სექტემბერი

    „თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობა ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. სასიხარულოა, რომ ჩვენს ზღვისპირა ქალაქს კიდევ ერთი მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება შეემატა, რომელიც პროფესიონალი მედიკოსების დახმარებით მალე საკუთარ ნიშას დაიმკვიდრებს ამ სფეროში“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ ბათუმში, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ „სკენარის“ ფილიალის გახსნისას.

   ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და მედიკოსები ესწრებოდნენ.

   სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი პაციენტებს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, კლასიკური და ტრადიციული მედიცინის მეთოდებზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ  მომსახურებას შესთავაზებს.