21 ივნისი

     უმაღლესი საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა  ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე მიიღეს.

     კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

     საბიუჯეტო ცვილილებებს საკომიტეტო განხილვებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარმოადგენს.