02 მაისი

  უმაღლესი საბჭოში  აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.  შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიურომ რიგით მე-6 სხდომაზე მიიღო.  საკითხი ბიურო წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა.

  განხილვის პროცედურები იწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებითაც. ბიურომ, წამყვან და სავალდებულო კომიტეტებთან ერთად, განსაზღვრა განხილვის ვადებიც.