13 დეკემბერი

 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  მესამე მოსმენით წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები.

  საკანონმდებლო პაკეტი :

 - ,,სახელმწიფო ბაჟის”;

 -,,სახელმწიფო ქონების”;

 -,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”.

 კანონებში შესატანი ცვლილებების მიზანი აჭარის კონსტიტუციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა.

 საკომიტეტო განხილვის შემდგომ, საკანონმდებლო ინიციატივებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე  მოსმენით ეყრება კენჭი.