01 მარტი

  ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრები  ამჯერად მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ბაუ - საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და ბათუმის N1 პოლიკლინიკის მედიკოსებთან გაიმართა.

  შეხვედრაზე ყურადღება ძირითადად, პანდემისთან ბრძოლასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. 

ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ და ამავე კომიტეტის წევრმა - ფატი ხალვაშმა მადლობა გადაუხადეს მედიკოსებს კოვიდსაწინააღმდეგო საქმიანობაში გაწეული საქმიანობისთვის და კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვეს.

  უმაღლესი საბჭოს წევრები სამუშაო შეხვედრებს  სამედიცინო დაწესებულებებში პერმანენტულად გამართავენ.