17 ნოემბერი

  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტი და  2021-2024  წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.  

   ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - თორნიკე კუჭავას მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი და  მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტი, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბიუროს გადაეცემა შემდგომი პროცედურების გასაგრძელებლად.

   რაც შეეხება მინისტრის მიერ სხდომაზე გამოტანილ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვას, კომიტეტმა ის ცნობად მიიღო.