28 ოქტომბერი

  უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“  კანონის პროექტისა და ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს 26-ე სხდომაზე მიიღეს.   კომიტეტებს მთავარი საფინანსო კანონისა და მისი თანმდევი დოკუმენტის განხილვის ვადად -17 , წამყვან კომიტეტს კი -19 ნოემბერი განესაზღვრათ.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები ანალოგიურ ვადაში განიხილავენ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასაც.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.