21 სექტემბერი

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილებები, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით პლენარულ სხდომაზე  განიხილება.

 უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ნინო ჩხეტიას მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ბიუროს 25-ე სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

 ცვლილება, რომელიც   უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულებას მხოლოდ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს აკისრებს.

 ბიუროს წევრებმა ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს ინფორმაცია დადგენილების პროექტის -,,საქართველოს საგადასახადო  კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების უკან გაწვევის თაობაზე, რისი მიზეზიც საკომიტეტო განხილვის დროს მომხსენებლები სხდომაზე გამოუცხადებლობა იყო.