საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 

21 სექტემბერი

  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ნინო ჩხეტიას მიერ ინიცირებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილები განიხილეს.

  დავით გაბაიძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს აღარ მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა, თუმცა ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულება კანონპროექტით ეკისრებათ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს. მომხსენებლისავე განმარტებით, ცვლილება საქართველოს „საარჩევნო კოდექსში“ ბოლო დროს შესული ცვლილებებითაა განპირობებული.

  კომიტეტმა წარმოდგენილი კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი