კომიტეტი ლადო მგალობლიშვილის ინიციატივას მხარს უჭერს

15 სექტემბერი

  საკანონმდებლო პაკეტი - „კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ კანონის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“  რეგლამენტის პროექტი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

  საკითხი სხდომაზე მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

  საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სფეროების, მათ შორის - კულტურის მხარდამჭერი ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიღებას ითვალისწინებს, რაც გაზრდის კულტურის სფეროს მხარდაჭერის  საკანონმდებლო გარანტიებს.

  საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება  კულტურის დაფინანსების მდგრადი და გამჭვირვალე მექანიზმების მხარდაჭერა და განისაზღვრება ხელისუფლების  ორგანოების საქმიანობის ძირითადი   მიზნები და პრინციპები.     

 კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა ვლადიმერ მგალობლიშვილის ახალ ინიციატივას.

 

განცხადებები

პრეს-რელიზი