15 სექტემბერი

  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე „კულტურის მხარდაჭერის  შესახებ“ კანონისა და მისგან გამომდინარე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ» პროექტები განიხილეს.

  კომიტეტის წევრებს საკითხი მისმა ინციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა.

  საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანი აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სფეროების, მათ შორის - კულტურის მხარდამჭერი ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიღებაა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, ბიუროს წარედგინება.

   მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტი გაზრდის კულტურის სფეროს მხარდაჭერის  საკანონმდებლო გარანტიებს ავტონომიურ რესპუბლიკაში.