უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება N9 - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის განრიგის დადგენისა და პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთა თანმიმდე

25 თებერვალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2020 წლის 24 თებერვლის N9 გადაწყვეტილება - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის განრიგის დადგენისა და პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთა თანმიმდევრობის განსაზღვრის შესახებ“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ გადაწყვიტა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 130-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათი (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენება) გაიმართოს განრიგის თანახმად (დანართი1).

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთა თანმიმდევრობა (დანართი2).


                აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

                უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                    დავით გაბაიძე


                ბათუმი,

                24 თებერვალი, 2020

                N4

მიბმული ფაილები