24 თებერვალი

 აჭარის უმაღლეს საბჭოში გრძელდება გამოფენა სახელწოდებით - "საარქივო დოკუმენტები სტამბოლის ქართული სავანიდან" და იგი ამჯერად ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს.

 საკანონმდებლო ორგანოში გამოფენილი 50-ზე მეტი დღემდე უცნობი საარქივო დოკუმენტი, რომლებიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 20-ე საუკუნის 80-იან წლებამდე პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ და  პოლიტიკურ ვითარებას ასახავს, ახალგაზრდებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა როინ მალაყმაძემ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბსუ-ს ემერიტუს პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ გააცნეს.

 მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საზღვარგარეთ გახიზნული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ამსახველ მასალებსა და დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის ასლს.