03 თებერვალი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგა. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
 კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.