23 იანვარი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მერაბ კარანაძემ და ვახტანგ წულაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ლევან დავითაშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნრეობის სამინისტროს მიერ 2019 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის განცხადებით, სამინისტრომ, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 2019 წელს 12 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა განახორციელა. ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსაზღვრული. აქედან 10 608 324 ლარი სოფლის მეურნეობაზე, ხოლო 4 754 530 ლარი გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაიხარჯა.   

 ანგარიშის პარალელურად, მინისტრმა 2020 წლის პროგრამები წარმოადგინა. ამავე ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ წარმატებული ფერმერები და აგრომეწარმეები.