აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულება #10 რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის შესახებ

12 დეკემბერი

                       

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულება #10  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის შესახებ

    11 დეკემბერი 2019 წელი                                      დაბა ჩაქვი  

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის 68-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულ იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა 2019 წლის 12 დეკემბერს, 12 საათიდან.  

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 12 დეკემბრის  12 საათზე, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა:

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და მოხსენება მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ; 
  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (09-01-08/84, 04.12.2019) (გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით); 
  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ (09-01-08/80, 12.09.2019წ.) II მოსმენა; 
  1.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ (09-01-08/85, 05.12.2019); 
  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ; 
  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის ანგარიში 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

 

 

მიბმული ფაილები

განცხადებები

პრეს-რელიზი