30 ოქტომბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში, ქალაქ ბათუმის სსიპ 29-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა.

   პროექტი სახელწოდებით - „მე მაქვს უფლება, მე მინდა მქონდეს უფლება“ საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ამჯერად მე-10 კლასელებს წარუდგინა.

   ცოტნე ანანიძემ მოსწავლეებს ადამიანის ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებზე, მათი დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე, კონვენციებსა და ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

   დეპუტატმა უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით.