16 ოქტომბერი

 საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. 16 ოქტომბერს საკონკურსო კომისიამ მეორე ეტაპზე გადასულ კიდევ ცხრა კანდიდატს მოუსმინა. თითოეულმა კონკურსანტმა რეგლამენტით განსაზღვრულ დროში წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების საკუთარი კონცეფცია და უპასუხა კომისიის წევრთა შეკითხვებს.

 2-ეტაპიან ღია კონკურსის მეორე ეტაპზე, როგორც ცნობილია, 19 კონკურსანტი გადავიდა. საკონკურსო კომისია შერჩეულ  კანდიდატთა სიას დღესვე წარუდგენს აჭარის უმაღლეს საბჭოს.