08 ოქტომბერი

       საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის - მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ხარვეზების აღმოფხვრის ვადა 24 საათით გახანგრძლივდა. 12 კანდიდატს, რომლებსაც ხარვეზები დაუდგინდათ, აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, 2019 წლის 9 ოქტომბრის 16:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: contact@sca.ge