ქობულეთში ფესტივალი „kobuleti fest 2019” გაიმართა

13 ივლისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო- საბიუჯეტო და   ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  გიორგი რომანაძე ქობულეთის ცენტრალურ პარკში “kobuleti fest 2019”-ს ოჯახთან ერთად  დაესწრო.

  საზაფხულო ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

  სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები ზრუნავდნენ, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა ფრანების შოუ,  ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

 „kobuleti fest 2019” გვიან ღამემდე გაგრძელდება და  ფოიერვერკით დასრულდება.