ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა

21 დეკემბერი

21 დეკემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა, აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.

დღის წესრიგის ერთაერთი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N09-02-15/514, 16.12.2016) აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონის პროექტის რიგგარეშე სესიაზე განხილვას.