06 მაისი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მისი თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. საკითხი კანონმდებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოუდგინა და ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ არსებული შენიშვნების გათვალისწინებით საკითხს უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს.

    დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება სხდომას უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ გააცნო. საკითხი განხილვის შემდეგ ცნობად მიიღეს.

     კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს ასევე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში. საკითხი  კანონმდებლებს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან იმედაიშვილმა წარმოუდგინა. სხდომას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე ესწრებოდა. მათ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

    კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხის ბიუროსა და უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.