25 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, მორიგ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული.

  საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

  უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას გამოთქმული მოსაზრებების, წინადადებებისა და მომხსენებლის მიერ გაზიარებული რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.