30 იანვარი

  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა.

  პაკეტი, რომელიც მოიცავს: უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტებს: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი წამყვანმა კომიტეტმა გაითვალსიწინა.

   სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე უძღვებოდა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.

   გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.