საბჭომ ჩარჩო დოკუმენტი დაამტკიცა

14 დეკემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, სასტუმრო ,,შერატონში’’, აჭარის სოფლის განვითარების საბჭოს მიერ  ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

 ღონისძიებას, რომელზეც ჩვენი რეგიონის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების ერთიანი სისტემის ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ენპარდ-2“ პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ივანე შამუგია, პროექტის აჭარის კოორდინატორი ვახტანგ კონცელიძე, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინატორი ნათია ბერძენიშვილი ესწრებოდნენ.

 მიღებული დოკუმენტი აჭარის სოფლის გავნითარების საბჭოს, როგორც სოფლის განვითარების პროცესის მაკოორდინირებელ ორგანოს, უფლებას ანიჭებს შეამოწმოს  განხორციელებული პოლიტიკის და ინიციატივების შესაბამისობა გაწერილ მიზნებსა და ამოცანებთან,ასევე გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. გარდა ამისა საბჭომ მოისმინა აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში და დაამტკიცა აჭარის სოფლის განვითარების 2018-2020 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი